მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6 787-მდე გაიზარდა - რომელ სექტორში იყო მატება/კლება?
მარტში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6 787-მდე გაიზარდა - რომელ სექტორში იყო მატება/კლება?

მარტში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6 787-მდე გაიზარდა - რომელ სექტორში იყო მატება/კლება?

BM.GE6 მაისი, 2026, 22:02|bm.ge

2026 წლის მარტში jobs.ge-ზე 6,787 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის თებერვალთან შედარებით 6.3%-ით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+10.3%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-22.3%) დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+17.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-12.7%).

2026 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 19,583 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.

ამ პერიოდში:

• გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,072 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია. • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,259 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,425 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE