მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტში საბანკო დეპოზიტები 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა
მარტში საბანკო დეპოზიტები 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა

მარტში საბანკო დეპოზიტები 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა

BM.GE28 აპრილი, 2026, 19:00|bm.ge

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მარტში 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა და 69.47 მილიარდი ლარი შეადგინა. ერთთვიან ჭრილში დეპოზიტების პორტფელი 2.37%-ით გაიზარდა.

"დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 19.44% შეადგინა. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 689.69 მილიონი ლარით, ანუ 2.09%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.89%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 916.49 მილიონი ლარით, ანუ 2.63%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.53%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის მარტის ბოლოსათვის 53.40 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.64% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.01% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.97% , ხოლო ევროს წილმა 20.19% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE