მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტვილის კანიონი 10 წელში 1,7 მლნ-მა ადამიანმა მოინახულა
მარტვილის კანიონი 10 წელში 1,7 მლნ-მა ადამიანმა მოინახულა

მარტვილის კანიონი 10 წელში 1,7 მლნ-მა ადამიანმა მოინახულა

BM.GE16 ივლისი, 2026, 14:28|bm.ge

10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ 10 წლის განმავლობაში მარტვილის კანიონზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და სანაოსნო სივრცე, დამონტაჟდა ღამის განათების სისტემა, დაემატა ზიპლაინი და კაფეტერია. მიმდინარე ეტაპზე კი მიმდინარეობს ვირტუალური რეალობის (VR) სისტემის დანერგვა, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო იტყობინება, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია.

"მარტვილის კანიონი ასევე წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უწყობს ხელს დაცული ტერიტორიის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კანიონზე ტურიზმი უსაფრთხო და ორგანიზებული გახდა, ხოლო მიმდებარე მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა რესტორნების რიცხვი 1-დან 13-მდე; საოჯახო სასტუმროების რიცხვი 1-დან 200-მდე; აშენდა 15 მაღალი სტანდარტების მქონდე სასტუმრო; დაარსდა 7 მარანი, ადმინისტრაციაში შეიქმნა 150 სამუშაო ადგილი, 350 ადამიანი არის თვითდასაქმებული.

მარტვილის კანიონის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ბუნების დაცვა და ეკოტურიზმის განვითარება არა მხოლოდ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ რეგიონების მდგრად განვითარებასაც უწყობს ხელს", - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2019 წელს მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი უნიკალური ბუნებრივი და ლანდშაფტური ღირებულების საერთაშორისო აღიარებას.

მარტვილის კანიონი ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ქვით მოკირწყლული, 700-მეტრიანი წრიული საფეხმავლო მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ისტორიული დადიანების რეზიდენციის ტერიტორიას მიუყვება.

მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნავით გასეირნება მდინარე აბაშის 300-მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სტუმრებს კანიონის სიღრმეში დამალული ბუნების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

BM.GE

სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში და სად საქმდება - მინისტრის მოადგილე

სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში და სად საქმდება - მინისტრის მოადგილე

BM.GE

უკრაინის პარლამენტმა სერჰი კორეცკი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად აირჩია

უკრაინის პარლამენტმა სერჰი კორეცკი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად აირჩია

BM.GE

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა|FAO

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა|FAO

BM.GE