მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება
მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

BM.GE31 მაისი, 2026, 12:52|bm.ge

ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, ან აქვთ თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება, ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ივნისის თვეში იწყება დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი საშუალებების შეძენა, რაც მოიცავს პაციენტებზე მორგებულ ეტლებს, საწოლებს, სასუნთქ აპარატებსა და ადაპტირებულ ტრანსპორტს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ პაციენტს, ვისაც აღნიშნული საჭიროებები აქვს, მიმართონ მათ.

„გვსურს მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ თანხების ყველა შემომწირველს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, რომ შევამსუბუქოთ ჩვენი ბავშვების მდგომარეობა და გავახანგრძლივოთ მათი სიცოცხლე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ უცვლელი რჩება — ისინი დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ და აცხადებენ, რომ „ყოველი დაგვიანებული დღე უკან გადადგმული ნაბიჯი და დანაშაულის ტოლფასია“.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან წამლების დაფინანსების მოთხოვნით, ამ დროისთვის ხელმოწერები როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული ფორმით გროვდება:

• ფიზიკური ხელმოწერები: მსურველებს შეუძლიათ ამობეჭდონ ფორმა ამ ბმულიდან, შეავსებინონ საქართველოს მოქალაქეებს და გადააგზავნონ ფორმაშივე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, ან მიიტანონ სახელმწიფო კანცელარიის წინ. • ელექტრონული პეტიცია: პეტიციაზე ონლაინ შეერთება შესაძლებელია პლატფორმაზე Manifest.ge.

ორგანიზაციის წევრები ამ დრომდე აგრძელებენ 24-საათიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს საღამოს, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შემოუერთდნენ დიუშენის ყოველკვირეულ მარშს ლოზუნგით: „ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე!“.

გასულ კვირაში, მოძრობა „დაიცავი ილიაუნის“ წევრებისა და სტუდენტების ორგანიზებული ლაივ-მარათონით, დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბურგერ ლაიონსი" მეხუთე, ყველაზე მასშტაბურ ფილიალს ვარკეთილში გახსნის - კომპანიის გეგმები

"ბურგერ ლაიონსი" მეხუთე, ყველაზე მასშტაბურ ფილიალს ვარკეთილში გახსნის - კომპანიის გეგმები

BM.GE

სასტუმროს კომფორტი სახლში: Marriott-მა ფუფუნების კლასის ავეჯისა და დეკორის ექსკლუზიური ონლაინ-მაღაზია გახსნა

სასტუმროს კომფორტი სახლში: Marriott-მა ფუფუნების კლასის ავეჯისა და დეკორის ექსკლუზიური ონლაინ-მაღაზია გახსნა

BM.GE

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

BM.GE

Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

BM.GE