მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Marvell Technology-ის კვარტალური შემოსავალი 28%-ით გაიზარდა
Marvell Technology-ის კვარტალური შემოსავალი 28%-ით გაიზარდა

Marvell Technology-ის კვარტალური შემოსავალი 28%-ით გაიზარდა

BM.GE28 მაისი, 2026, 22:28|bm.ge

ნახევარგამტარების ამერიკულმა კომპანია Marvell-ის ბოლო 3 თვის ფინანსური შედეგები წარადგინა. ტექნოლოგიური ფირმის კვარტალურმა შემოსავალმა $2.42 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების პროგნოზები სრულად გაამართლა. კომპანიის შემოსავლების მოცულობა წლიურად 28%-ით გაიზარდა. თუმცა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $177.9 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა მხოლოდ $34.5 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება ერთ აქციაზე კორექტირებულ მოგებას, ის 80 ცენტით განისაზღვრა და ექსპერტების მოლოდინებს ზუსტად დაემთხვა.

რაც შეეხება წმინდა მოგების მკვეთრ კლებას, როგორც ირკვევა, მიზეზი კომპანიის მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი შესყიდვები და ერთჯერადი ფინანსური ხარჯები გახდა. რაც შეეხება Marvell-ის საერთო შემოსავლების გაუმჯობესებას, ეს მონაცემთა ცენტრების ბიზნესის გაფართოებასთანაა დაკავშირებული. არსებული მონაცემებით, დასახელებულ სექტორზე კომპანიის მთლიანი შემოსავლის 75%-ზე მეტი მოდის. აღმასრულებელი დირექტორის, მეტ მერფის განცხადებით, ბოლო თვეებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. აღსანიშნი ფაქტია, რომ მონაცემთა ცენტრების პარალელურად, ფინანსური ზრდა საკომუნიკაციო ბიზნესის მიმართულებითაც დაფიქსირდა.

რაც შეეხება მომავალ პერიოდს, Marvell-მა ფისკალური მეორე კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები განსაზღვრა. ტექნოლოგიური კომპანია პროდუქტების რეალიზაციიდან დაახლოებით $2.7 მილიარდის შემოსავალს ელოდება. რაც შეეხება ერთ აქციაზე კორექტირებულ მოგებას, ის 88-დან 98 ცენტამდე განისაზღვრა. საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსები ამ მიმართულებით მხოლოდ 90 ცენტის მიღებას პროგნოზირებდნენ. საბოლოო ჯამში, უახლესი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Marvell-ის აქციების ფასი 4.59%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ Marvell Technology-ი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული კომპანიაა. ის მონაცემთა ცენტრებისა და საკომუნიკაციო ქსელებისთვის აუცილებელ ჩიპებს ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE