მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაუწყებლებს მიღებული "უკანონო დაფინანსების" ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ - კანონპროექტი
მაუწყებლებს მიღებული "უკანონო დაფინანსების" ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ - კანონპროექტი

მაუწყებლებს მიღებული "უკანონო დაფინანსების" ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ - კანონპროექტი

BM.GE22 მაისი, 2026, 17:27|bm.ge

"ქართულ ოცნებას" „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ შეაქვს, რომლითაც გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღება შეეძლებათ.

კიდევ ერთი ცვლილებით, მაუწყებლებს "უკანონოდ მიღებული" დაფინანსების ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ. ამ საკითხზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა არჩილ გორდულაძემ ისაუბრა, სადაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

"ცვლილებების მეორე საკითხი ეხება გარედან მიღებულ თანხებს. გთავაზობთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად, მაუწყებლის მიერ უკანონოდ მიღებული დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხოს, ზუსტად ისე, როგორც ეს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ხდება.

გავიხსენოთ პრაქტიკული გამოწვევაც. მაგალითად, ერთ-ერთმა მაუწყებელმა ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ „ფორმულას“ 2025 წელს დაფინანსება მიიღო პოლიტიკური პარტიისგან, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისგან“, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მას დაეკისრა პასუხისმგებლობა, რაც პირველ ჯერზე გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მიუხედავად ამისა, ეს თანხა ანუ უკანონო დაფინანსება, ისევ „ფორმულაში“ დარჩა. არადა პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება ახალი აკრძალვა არ არის, ეს წლებია აკრძალულია. იმისათვის, რომ სანქციას ეფექტური აღსრულების მექანიზმი ჰქონდეს, გთავაზობთ, რომ უკანონოდ მიღებული თანხები, პოლიტიკური პარტიების ანალოგიურად, მაუწყებლის შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართოს.

ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილება შედის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონშიც. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისია დაადგენს ფაქტს, ხოლო სასამართლო ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და გამოიცემა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უკანონო დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას", - განაცხადა გორდულაძემ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. ასევე დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.

გასულ წელს „მაუწყებლობის შესახებ“ შესული ცვლილებებით ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება აეკრძალათ. ამ ცვლილებით კი სპორტული და გასართობი არხებისთვის გამონაკლისი იმოქმედებს. მოქმედი კანონით "უცხოურად" მიიჩნევა ნებისმიერი შემოსავალი უცხოეთიდან, რომელიც მაუწყებელმა სარეკლამო განთავსების გარდა მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE