მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE6 მაისი, 2026, 23:03|bm.ge

87 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა მედიამაგნატი და ფილანთროპი ტედ ტერნერი - ინფორმაციას ამის შესახებ მისი კომპანია, Turner Enterprises ავრცელებს.

CNN-ი წერს, რომ ტერნერი ისტორიაში შევიდა, როგორც პიონერი, რომელმაც 24-საათიანი საინფორმაციო მაუწყებლობის კონცეფციითა და CNN-ის დაარსებით სატელევიზიო ახალი ამბების ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა.

ოჰაიოში დაბადებულმა ატლანტელმა ბიზნესმენმა, რომელსაც პირდაპირი და ხშირად ხისტად გამოთქმული აზრების გამო მეტსახელად „სამხრეთის პირს“ უწოდებდნენ, უზარმაზარი მედიაიმპერია შექმნა.

მისი საქმიანობა მხოლოდ ახალ ამბებს არ მოიცავდა მან ასევე დააარსა საკაბელო ტელევიზიის პირველი „სუპერსადგური“; შექმნა პოპულარული კინო და მულტიპლიკაციური არხები და ფლობდა პროფესიონალურ სპორტულ გუნდებს, მათ შორის ბეისბოლის კლუბს — Atlanta Braves.

ტერნერი ცნობილი იყო არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით. ის იყო საერთაშორისო დონის იახტსმენი და მსხვილი ქველმოქმედი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გაეროს ფონდს (United Nations Foundation).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE