
მერაბ შარიქაძის და კიდევ 5 ქართველი მორაგბის დისკვალიფიკაციის საბოლოო განაჩენი/წლები ცნობილია
საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე სპორტიდან 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობის გამო, რომელიც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ანტიდოპინგური ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა.
გიორგი ჭყოიძე ექვსი წლით დასაჯეს, ხოლო ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი და მირიანი მოდებაძე სამწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. ლაშა ლომიძე კი ცხრა თვით ჩამოაშორეს სპორტს.
ექვს ქართველ მორაგბეს ბრალი მარტში წაუყენეს World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ს ერთობლივი გამოძიების შემდეგ, რომელსაც „ოპერაცია ობსიდიანი” ეწოდა. გამოძიებამ გამოავლინა ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეები სავარაუდოდ შარდის ნიმუშებს ცვლიდნენ, რათა ტესტებზე აკრძალული ნივთიერებები არ დაფიქსირებულიყო. WADA-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლებიც აფრთხილებდნენ მოთამაშეებს მოახლოებული ტესტირების შესახებ. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს World Anti-Doping Agency გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო მოსალოდნელი ტესტირების შესახებ წინასწარ ატყობინებდა საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას გუნდურ ჩატში ავრცელებდა.
World Rugby, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების ნიმუშებში საეჭვო ნიშნები აღმოაჩინა აცხადებს, რომ ნიმუშების ჩანაცვლების სქემა სავარაუდოდ რეკრეაციული ნარკოტიკების გამოყენების დასაფარად იყო შექმნილი.
რაგბის მმართველმა ორგანომ ისტორიული ნიმუშებიც გადაამოწმა და ხუთი შემთხვევა გამოავლინა, სადაც შარიქაძისა და კიდევ ხუთი მოთამაშის მონაწილეობით ნიმუშების ჩანაცვლება მოხდა. ეს შემთხვევები 2019 წლიდან ფიქსირდება.
შარიქაძემ 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023-ის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჭყოიძე ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადიდან ტრავმის მიზეზით მოიხსნა.
ფრთის მოთამაშე, მოდებაძემ, საფრანგეთის სტადიონზე ავსტრალიასთან გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შემდეგ ტრავმის გამო განაცხადში ლაშხიმ ჩაანაცვლა.
ხმალაძე უელსთან ნანტში გამართულ შეხვედრაში ფულბეკის პოზიციაზე სასტარტოში იყო, ხოლო მესამეხაზელი ლომიძე, რომელსაც ინგლისურ კლუბებში London Irish-სა და Doncaster Knights-ში უთამაშია, ტურნირზე საერთოდ არ გამოჩენილა.
საქართველომ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა და დანარჩენი სამი შეხვედრა წააგო.
დისკვალიფიცირებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე ცნობილი შარიქაძეა, რომელმაც კარიერა მალევე, 30 წლის ასაკში დაასრულა და MMA-ში სადებიუტო ბრძოლა 2025 წლის ნოემბერში მოიგო.
BM.GE
წყარო: bm.ge