მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები მესამედ გამოაცხადა - ღირებულება ₾17 მლნ-ია
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები მესამედ გამოაცხადა - ღირებულება ₾17 მლნ-ია

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები მესამედ გამოაცხადა - ღირებულება ₾17 მლნ-ია

BM.GE30 აპრილი, 2026, 15:27|bm.ge

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. რუსთაველის რეაბილიტაციაზე ცალ-ცალკე გამოცხადებული სამი ტენდერის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.

უფრო დეტალურად, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 698 384 ლარის ტენდერი გამოცხადდა, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სამუშაოებისთვის 4 914 135 ლარია გათვალისწინებული, ხოლო თ. ჭოველიძის ქუჩიდან - "მერანამდე" მონაკვეთის 5 168 367 ლარი.

შესყიდვა 28 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 8-დან 11 მაისამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა, ვინაიდან ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

25 მარტს თბილისის ვიცე-მერმა ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით BMG-სთან განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ახალი ტენდერი გამოცხადდებოდა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დაწყება მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება. "ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

BM.GE