მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერიის "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამაში დაფინანსების ზედა ზღვარი ₾50 ათასამდე გაიზარდა - რეგისტრაციის ვადები
მერიის "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამაში დაფინანსების ზედა ზღვარი ₾50 ათასამდე გაიზარდა - რეგისტრაციის ვადები

მერიის "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამაში დაფინანსების ზედა ზღვარი ₾50 ათასამდე გაიზარდა - რეგისტრაციის ვადები

BM.GE13 მაისი, 2026, 16:02|bm.ge

თბილისის მერიის "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამაში მეწარმეთა დაფინანსების ზედა ზღვარი, გასული წლის ₾20 000-ის ნაცვლად, წელს ₾50 000-მდე გაიზარდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება გამოაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე სულ მცირე ორი წელია, უწყვეტად ოპერირებს.

კახა კალაძის თქმით, მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: ⁠5 000 ლარამდე - 90%; ⁠5 001-დან 20 000 ლარამდე - 85%; 20 001 ლარიდან - 30 000 ლარამდე - 80%; ⁠30 001-დან - 70%.

თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა - გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE