მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური აშენდება - სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა
მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური აშენდება - სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა

მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური აშენდება - სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა

BM.GE7 მაისი, 2026, 20:45|bm.ge

"მესტიის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა," - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადამტვირთავი სადგური მესტიასა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მოემსახურება და უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებისა და გადაზიდვის უფრო ეფექტიან ორგანიზებას, ასევე შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს.

გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადამტვირთავი სადგურის ოპერირება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა დაზუსტებული არ არის, რამდენი ადამიანი დასაქმდება ობიექტზე.

"რეგიონებში გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და მათი შემდგომი ოპერირება მუნიციპალიტეტებს ეხმარება დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვაში. გარდა ამისა, მსგავსი ობიექტების მუშაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის სისტემის დანერგვასა და განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.

შეხვედრას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დიაკონიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

BM.GE

კონკურენციის სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს

კონკურენციის სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს

BM.GE

რატომ გაზარდა სებ-მა უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ₾1 მილიონ ლარამდე - ცვლილება $200 მლნ-ის პორტფელს შეეხება

რატომ გაზარდა სებ-მა უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ₾1 მილიონ ლარამდე - ცვლილება $200 მლნ-ის პორტფელს შეეხება

BM.GE

„მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

„მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს“ | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

BM.GE