მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში პოლიციამ კიდევ 42 უკანონო მაინერი ამოიღო - შსს
მესტიაში პოლიციამ კიდევ 42 უკანონო მაინერი ამოიღო - შსს

მესტიაში პოლიციამ კიდევ 42 უკანონო მაინერი ამოიღო - შსს

BM.GE11 ივნისი, 2026, 15:26|bm.ge

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ადგილობრივები ამ მოწყობილობების საშუალებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

„აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცებას/უკანონო მოხმარებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა მესტიიდან ჯამში 254 ე.წ მაინერი ამოიღეს. უკანონო კრიპტოგამომუშავებასთან აქტიური ბრძოლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესტიის გამრიცხველიანება სწორედ აღნიშნული ფაქტით განპირობებული ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვიაიმედი
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირირუსთავი 2
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE