მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მეტრო “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულში ნალექი ჩავიდა - სადგურის მუშაობა არ შეფერხებულა
მეტრო “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულში ნალექი ჩავიდა - სადგურის მუშაობა არ შეფერხებულა

მეტრო “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულში ნალექი ჩავიდა - სადგურის მუშაობა არ შეფერხებულა

BM.GE22 მაისი, 2026, 22:58|bm.ge

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში უხვი ნალექის შედეგად წყალი ჩავიდა, თუმცა სადგურის მუშაობა არ შეფერხებულა. ამის შესახებ bmg-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზედა ვესტიბიულში მომშრალება-გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები მეტროსადგურის შიდა სივრცის კადრებს აქვეყნებენ და ამბობენ: "როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით "ავლაბრის" მეტროში".

უნდა აღინიშნოს, რომ მეტროსადგურ “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია 2024 წლის დეკემბერში დასრულდა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 4,2 მლნ ლარი შეადგინა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები. სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა. შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE