მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რისკი თელავში - რას წერს გარემოს სააგენტო ბოლო ბიულეტენში?
მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რისკი თელავში - რას წერს გარემოს სააგენტო ბოლო ბიულეტენში?

მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რისკი თელავში - რას წერს გარემოს სააგენტო ბოლო ბიულეტენში?

BM.GE13 ივლისი, 2026, 17:30|bm.ge

თელავის მუნიციპალიტეტში 2025 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესები 16 დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში 2025 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2026 წლის პროგნოზს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განვითარებული იყო როგორც მეწყრული, ისე ღვარცოფული, ეროზიული, კარსტული, ნაპირების წარეცხვის, კლდეზვავურ-ქვათაცვენის, ანთროპოგენული, სუფოზიური, თიხობზარული, კოშკური და წყალუხვობის პროცესები.

გეოლოგების შეფასებით, ქალაქ თელავის ჩრდილოეთით მდებარე ფერდობებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააქტიურებულია ორი მეწყრული უბანი, რვა ღვარცოფული კერა, სამი ეროზიული უბანი და ორი ქვათაცვენის უბანი, რაც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს.

ბიულეტენში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით აუცილებელია დაზიანებული კალაპოტების, საინჟინრო ნაგებობებისა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც მდინარეების ეროზიული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე გახშირებულმა ინტენსიურმა ნალექებმა, მდინარეების ეროზიულმა მოქმედებამ, ფერდობების ჩამოშლამ და სხვადასხვა ბუნებრივმა ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღნიშნული პროცესების გააქტიურებას. ამასთან, პროცესების განვითარებაზე გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობაც, მათ შორის ტერიტორიის ათვისება, კერძო სახლებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა სამეურნეო საქმიანობა.

დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ვანთისხევის კალაპოტში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს ღვარცოფულ-ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის თელავის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

ამასთან, მდინარე თურდოს მარჯვენა ნაპირზე, ქალაქ თელავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარის მიერ ნაპირის ინტენსიური გარეცხვის შედეგად საფრთხე ექმნება სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას.

მაღალი რისკის ზონები:

• მდ. სტორის ხეობის მარცხენა ნაპირი: აქტიური გვერდითი ეროზია საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ანძას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. • მდ. კისისხევი: ნაპირგარეცხვისა და ღვარცოფის საფრთხე, რომელიც ემუქრება ამორტიზებულ ნაპირდამცავ ნაგებობებს, შიდა სასოფლო გზას, გაზსადენს და სხვა ინფრასტრუქტურას.

საშუალო რისკის ზონები:

• ქ. თელავი და მიმდებარე ხევები: მდ. ვარდისუბნისხევი და მდ. თელავისხევი, სადაც ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ქალაქის ინფრასტრუქტურასა და წყალმომარაგების სისტემას; • სოფ. იყალთო: იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან არსებული მეწყრული უბანი;

საგზაო ინფრასტრუქტურა:

• ფშაველი-აბანო-ომალოს გზა (ქვათაცვენის საფრთხე) • მდ. ლოპოტას ხეობის გზა (ქვათაცვენის საფრთხე)

მდინარეების ხეობები (ღვარცოფი/ნაპირგარეცხვა):

• მდ. ჭანთისხევი; • მდ. თურდო (სოფ. ვარდისუბანთან); • მდ. ლოპოტას ხეობა; • მდ. ჩუმლაყისხევი; • მდ. ხრუტიანისხევი; • მდ. სათლიანისხევი (სოფ. შალაურთან).

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების რისკის შესამცირებლად აუცილებელია დაზიანებული დამცავი ნაგებობების აღდგენა, საინჟინრო ობიექტების გამაგრება და მუდმივი გეოლოგიური მონიტორინგის განხორციელება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამ ეტაპზე ვენახებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - თელავის მერია

ამ ეტაპზე ვენახებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - თელავის მერია

BM.GE

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

BM.GE

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

BM.GE

ფოთი - ჭადრაკის ქალაქი

ფოთი - ჭადრაკის ქალაქი

BM.GE