მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Micron Technology-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია
Micron Technology-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია

Micron Technology-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია

BM.GE28 მაისი, 2026, 03:44|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, კომპანია Micron Technology-მ ისტორიაში პირველად შეძლო $1 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის ზღვრის გადალახვა. სამშაბათის სავაჭრო სესიაზე დასახელებული მწარმოებლის აქციების ფასი 17.4%-ით გაიზარდა და ერთი აქციაზე $881.6-ს მიაღწია.

როგორც ირკვევა, ეს მკვეთრი მატება გამოიწვია ფინანსური ორგანიზაცია UBS-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელმაც კომპანიის აქციების მიზნობრივი ფასი $535-დან $1,625-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალიზაციის ეს ზრდა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. ამასთან, მატების ტენდენცია დაკავშირებულია ინვესტორთა იმ სტრატეგიის ცვლილებასთან, რომლის ფარგლებშიც ისინი ფულს უფრო მეტად დეფიციტური პროდუქტების მწარმოებელ ტექ-გიგანტებში აბანდებენ, რადგან მომდევნო წლების განმავლობაში სარგებლის მიღების პროგნოზი მათ შემთხვევაში გაცილებით დადებითია.

B. Riley Wealth-ის მთავარი ბაზრის სტრატეგის განცხადებით, მაშინ, როცა მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირებისთვის მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნა უმოკლეს დროში მკვეთრად გაიზარდა, Micron Technology-მ მოახერხა და ამ პროცესის ეპიცენტრში მოექცა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სტრატეგიული სვლა ამერიკულ მწარმოებელს და მის ინვესტორებს სარგებელს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს.

ცნობისთვის, მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს მწარმოებლად სამხრეთკორეული Samsung Electronics-ი მიიჩნევა. მან $1 ტრილიონიანი ნიშნული რამდენიმე კვირის წინ გადალახა. კიდევ ერთმა კონკურენტმა, SK Hynix-მა კი ამ მაჩვენებელს რამდენიმე საათის წინ მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE