მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft-მა Anthropic-თან ახალი ჩიპების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო
Microsoft-მა Anthropic-თან ახალი ჩიპების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

Microsoft-მა Anthropic-თან ახალი ჩიპების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

BM.GE23 მაისი, 2026, 04:24|bm.ge

ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-თან საკუთარი წარმოების სპეციალიზებული ჩიპების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, შესაძლო შეთანხმება სტარტაპის მიერ ახალი პროცესორის, Maia-ს გამოყენებას ითვალისწინებს, თუმცა მხარეებს ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

ანალიტიკოსების შეფასებით, Microsoft-ის მიერ გარიგების დადება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იქნება, რადგან ის ღრუბლოვანი სერვისების სექტორში საკუთარ მეტოქეებს, Amazon-სა და Google-ს საგრძნობლად ჩამორჩება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Anthropic-ის მიერ შექმნილი ჩეთბოტის, Claude-ისა და პროგრამირებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტ Claude Code-ის პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ გამოთვლითი სიმძლავრეების საჭიროებაც გაზარდა. სტარტაპის თანადამფუძნებელმა დარიო ამოდეიმ აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ტექნიკური რესურსების მიმართულებით გარკვეული სირთულეები შეექმნა. ამიტომ, წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან გარიგებების დადება საჭირო გახდა. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ მიდგომის ნაწილია Microsoft-თან დადებული შეთანხმებაც.

რაც შეეხება უშუალოდ Microsoft-ის ტექნოლოგიას, ახალი ჩიპი Maia 200 ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან ის გამოთვლილი დავალებების შესასრულებლად გაცილებით ნაკლებ რესურსს მოიხმარს და ხარჯებს ამცირებს. კორპორაციის ხელმძღვანელმა სატია ნადელამ განმარტა, რომ ეს პროცესორები რეალურ გარემოში უკვე გაიტესტა და გამორჩეულად კარგად მუშაობს.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით Anthropic-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, Microsoft-ს კი ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში Microsoft-მა Anthropic-ში $5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. თავის მხრივ, სტარტაპმა Azure-ის პლატფორმაზე $30 მილიარდის დახარჯვის ვალდებულება აიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE