მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა

მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა

BM.GE4 მაისი, 2026, 08:51|bm.ge

დაზოგვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მოგებიანი ხდება. მიკრობანკმა ემბისიმ მომხმარებლებს წარუდგინა ანაბარი, რომელიც ბაზარზე სარგებლის მიღების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

ბაზარზე ყველაზე მაღალი სარგებელი, 100%-იანი დაზღვევა, მოქნილი თარიღები და თანხის ნებისმიერ ეტაპზე დამატების შესაძლებლობა - სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს ემბისის ახალი ვადიანი ანაბრის უნიკალურობას. ამასთანავე, პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული მოქნილობით - დანაზოგის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, მათ შორის განიხილება 2 წელზე მეტი პერიოდიც.

რაც შეეხება ანაბრის პირობებს, ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13.5%-მდეა, ხოლო აშშ დოლარში - 6.8%-მდე. აღსანიშნავია, რომ ემბისი ყველა ვადაზე ბაზარზე უპრეცედენტო სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს.

„ხშირად მომხმარებელს რთული არჩევანის გაკეთება უწევდა მაღალ საპროცენტო სარგებელს, უსაფრთხოებას და ვადიან ანაბარზე თანხის დამატების შესაძლობლობას შორის - მეტიც, წარსულში მაღალი განაკვეთი ხშირად დიდ რისკებთანაც კი ასოცირდებოდა. ემბისიმ ბევრი იმუშავა ამ ბარიერის მოსახსნელად და შევქმენით პროდუქტი, სადაც მომხმარებელი ერთ პაკეტში იღებს მაქსიმალურ სარგებელს, 100%-იან დაზღვევას, მოქნილობას თარიღების ჭრილში და თანხის თავისუფლად დამატების უფლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეთავაზება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის - ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი სწორედ ამ სეგმენტზე ზრუნვაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბაზარზე მათთვის ასეთი მაღალი სარგებლისა და დაცულობის კომბინაციას სხვა ვერავინ უზრუნველყოფს,“ - აღნიშნავს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

გია პეტრიაშვილი, მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი: „მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანი და ბიზნესი იმსახურებს, რომ მათი შრომის შედეგი უსაფრთხოდ ინახებოდეს და მაღალ სარგებელს აგენერირებდეს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე შევქმენით კონკურენტებისგან განსხვავებული პროდუქტი. ემბისის მომხმარებლის დანაზოგი გარანტირებულად დაცულია, საპროცენტო სარგებელი კი ყველაზე მაღალია საბანკო სექტორში, რასაც თანხის დამატების შესაძლებლობაც ემატება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ანაბრის ვადის დასრულებისთვის მისი მიზნებიდან გამომდინარე განსაზღვროს სასურველი კონკრეტული თარიღი.

ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 18 სერვისცენტრში, 220,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურა. კომპანიის მაღალ სანდოობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა და სამაგალითო რეპუტაციაც ადასტურებს. ემბისის პარტნიორთა შორის არიან ისეთი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორებიცაა: ResponsAbility, Symbiotics, DWM, Triple Jump, Incofin და სხვა.“

ემბისი ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და დეპოზიტების მიმართულებით, ბაზარზე მოქმედი მსხვილი ბანკების იდენტურ მკაცრ რეგულაციებს აკმაყოფილებს. ამავდროულად, ემბისი პირველი და ერთადერთი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომლის ინვესტორიც საქართველოს საპენსიო ფონდია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ინსტიტუციურ სტაბილურობასა და მაღალ პასუხისმგებლობას.

„დარწმუნებული ვართ, მომხმარებელი კარგად გადაიაზრებს ანაბრების მიმართულებით ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს და გადაწყვეტილებას ემბისის სასარგებლოდ მიიღებს. ემბისიში მათ დანაზოგს 100%-იანი უსაფრთხოება ექნება და მოუტანს ყველაზე მაღალ სარგებელს გახსნის დღიდანვე,“ - აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მიკრობანკი ემბისის ანაბრების პირობების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა - რა უჯდება BP-ის ნავთობსადენის ოპერირება?

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა - რა უჯდება BP-ის ნავთობსადენის ოპერირება?

BM.GE

"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

BM.GE

"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

BM.GE

„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE