მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მინიმალური პრობლემებით გადავლახეთ კრიზისული სიტუაცია" – GWP ელექტროენერგიის წყვეტაზე
"მინიმალური პრობლემებით გადავლახეთ კრიზისული სიტუაცია" – GWP ელექტროენერგიის წყვეტაზე

"მინიმალური პრობლემებით გადავლახეთ კრიზისული სიტუაცია" – GWP ელექტროენერგიის წყვეტაზე

BM.GE24 ივლისი, 2026, 10:18|bm.ge

GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორის, გიგა ნადირაძის განცხადებით, გვიან ღამით ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა წყალმომარაგების მიწოდებაზეც აისახა, თუმცა კომპანიამ შეძლო მინიმალური პრობლემებით გადაელახა შექმნილი ვითარება.

ამის შესახებ მან “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

როგორც GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი აცხადებს, დილის საათებში წყალმომარაგება სრული დატვირთვით აღდგა.

„ელექტროენერგიის წყვეტამ, რა თქმა უნდა, წყალმომარაგების სტაბილურობაზეც იქონია გავლენა. თუმცა რამდენიმე ფაქტორმა დადებითად იმოქმედა: ერთი ისაა, რომ ღამის პერიოდში მოხდა წყვეტა და შესაბამისად, სასმელი წყლის მოხმარება და მოთხოვნა ნაკლები იყო. მეორე - ეს არ იყო ხანგრძლივი პერიოდით და ის რეზერვები, რომელიც სისტემას გააჩნია, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ამიტომ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პრობლემებით გადავლახეთ ეს კრიზისული სიტუაცია და დილის საათებში უკვე სრული დატვირთვით შეხვდა წყალმომარაგების სისტემა ქალაქს“, - განაცხადა გიგა ნადირაძემ.

ცნობისთვის, გვიან ღამით საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო. ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარეობს მიზეზების დადგენა. აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, დენი აფხაზეთშიც შეწყვეტილი იყო და მიზეზი ენგურჰესზე მომხდარ „სისტემურ ავარიას“ უკავშირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა

Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა

BM.GE

რატომ იკრძალება სოციალური ქსელები არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

რატომ იკრძალება სოციალური ქსელები არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

BM.GE

ექსკლუზიური შეთავაზება BMW-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების შეძენისას - თიბისი ლიზინგი x GT Motors

ექსკლუზიური შეთავაზება BMW-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების შეძენისას - თიბისი ლიზინგი x GT Motors

BM.GE

წყლის დაღვრამ და გენერაციის შეზღუდვებმა ენერგოსექტორს ₾100 მლნ-მდე ზარალი მიაყენა - დავით მირცხულავა

წყლის დაღვრამ და გენერაციის შეზღუდვებმა ენერგოსექტორს ₾100 მლნ-მდე ზარალი მიაყენა - დავით მირცხულავა

BM.GE