მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mistral AI-მა ავსტრიული სტარტაპი Emmi AI შეისყიდა
Mistral AI-მა ავსტრიული სტარტაპი Emmi AI შეისყიდა

Mistral AI-მა ავსტრიული სტარტაპი Emmi AI შეისყიდა

BM.GE20 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

ფრანგულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral AI-მა ვენაში დაფუძნებული სტარტაპი Emmi AI შეიძინა. გარიგების ფინანსური დეტალები მხარეებს არ გაუსაჯაროებიათ.

როგორც ირკვევა, ეს შესყიდვა მიზნად ევროპელი სამრეწველო კლიენტებისთვის ტექნოლოგიური სერვისების გაუმჯობესებას ისახავს.

საწარმოს ხელმძღვანელის, არტურ მენშის განცხადებით, ეს ნაბიჯი Mistral AI-ის პოზიციებს საავტომობილო, ნახევარგამტარებისა და აეროკოსმოსურ სექტორებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

რაც შეეხება თავად Emmi AI-ს, ის ჰაერის ნაკადის მოძრაობის, თბოცვლისა და მასალების მდგრადობის მსგავს რთულ ფიზიკურ პროცესებს შეისწავლის. Mistral AI-ის ახალი სისტემები კი ამ ტექნოლოგიების ინტეგრირებით ფიზიკურ სამყაროსთან უფრო ზუსტ ინტერაქციას უზრუნველყოფენ.

კომპანია ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს თითოეული კლიენტის საჭიროებებზე მორგებით ქმნის. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტი წარმოების ხარვეზების მონიტორინგს, რობოტული მანიპულატორების მართვასა და ლოგისტიკური მონაცემების დამუშავებას კოორდინირებულად ახორციელებს.

სწორედ ამ მახასიათებლების დამსახურებით, ფრანგულ საწარმოს უკვე ენდობიან ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან ASML-ი, Stellantis-ი, Veolia-ა და დრონების მწარმოებელ Helsing-ი. მაგალითისთვის, კომპანია ASML-ის ლითოგრაფიულ დანადგარებში Mistral AI-ის ვიზუალური მოდელები გრავირების დეფექტებს წარმატებით ავლენს. ფრანგული კომპანიის ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ დიაგნოსტიკის დრო რამდენიმე საათიდან რვა წუთამდე შემცირდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE