მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა
Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 02:30|bm.ge

იაპონურმა სავაჭრო სახლმა Mitsubishi Corp-მა LNG Canada-ს პროექტში საკუთარი წილის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის 49.9% საინვესტიციო გიგანტ Blackstone-ის ფონდებს დაახლოებით $1.6 მილიარდად მიჰყიდა.

კომპანიის განცხადებით, მხარეები გარიგების დასრულებას მიმდინარე წლის ნოემბერში ელიან.

როგორც ირკვევა, იაპონური კორპორაცია Blackstone-ის ფინანსურ რესურსებს საწარმოს გაფართოების დასაჩქარებლად და საკუთარი ინვესტიციის კაპიტალის ეფექტიანობის გასაზრდელად გამოიყენებს.

Mitsubishi-ში განმარტავენ, რომ მიღწეულ შეთანხმებას პროდუქციის შესყიდვის მოცულობებზე ან მომხმარებლებთან ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.

ინფორმაციისთვის, ჰოლდინგური კომპანია LNG Canada-ს 15%-იან წილს ფლობს და ამ ეტაპზე საწარმოდან წლიურად 2.1 მილიონ ტონა გათხევადებულ ბუნებრივ აირს ყიდულობს. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი ეს მოცულობა წელიწადში 4.2 მილიონ ტონამდე გაორმაგდება.

ცნობისთვის, ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარე LNG Canada-ს საექსპორტო პროექტს ენერგეტიკული გიგანტი Shell-ი ხელმძღვანელობს. საწარმომ კომერციული წარმოება 2025 წლის ივნისში დაიწყო, გაფართოების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ მისი წლიური წარმადობა 28 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

BM.GE