მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება
“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 04:15|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არასრული 5 თვის განმავლობაში ონლაინ პორტალ e-kalata.gov.ge-ზე განთავსებულ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასები 14–15%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო არასასურსათო პროდუქტებზე კლებამ დაახლოებით 28% შეადგინა.

დღეის მდგომარეობით, პორტალზე წარმოდგენილია 16 სავაჭრო ქსელი, 13 სასურსათო და 10 არასასურსათო საბაზისო პროდუქტი, თუმცა როგორც ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აანონსებს, ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი გაფართოვდება.

“ekalata.gov.ge-ის პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს საუკეთესო ფასებს 23 საბაზისო პროდუქტზე, ჩვენი საპარლამენტო კომისიის დასკვნის ერთ-ერთი მიმართულებაა მოკლევადიანი ეფექტის მისაღებად, რომ ასეთი პლატფორმა დანერგილიყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პლატფორმით ბოლო ხუთი თვის განმავლობაში აღნიშნულ 23 პროდუქტზე ფასების კლება საშუალოდ შეადგენდა 14%-ს. ეს უაღრესად კარგი მაჩვენებელია…

ჩვენი მიზანია, რომ კალათის არჩევანი გაიზარდოს და ვმუშაობთ იმაზე, რომ 23 პროდუქტიდან ავიდეთ 35 პროდუქტზე და ჩვენს მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ მრავალფეროვან პროდუქტებზე და საუკეთესო ფასები მიიღონ”,- აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

მორიგი ნაბიჯი ახლა ევროპული დირექტივის მსგავსი ჩარჩო კანონმდებლობის მიღებაა, რომელიც რითეილს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ევროპული დირექტივის მსგავს კანონმდებლობაზე პარლამენტი უკვე მუშაობს, რომელიც მწარმოებელს, იმპორტიორს და ქსელს შორის ურთიერთობებს უფრო გამჭვირვალესა და პროგნოზირებადს გახდის. კანონპროექტის კონკრეტულ დეტალებსა და მიღების ვადებზე შოთა ბერეკაშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

“მსგავსი დირექტივის მთავარი მიზანი არის, რომ ურთიერთობის ჩარჩო ჩამოყალიბდეს და ამაზე სექტორთან ერთად ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ სექტორში, როდესაც არის სამკომპონენტიანი ჯაჭვი — არსებობს მწარმოებელი, იმპორტიორი/დისტრიბუტორი, ქსელი — მათ შორის ურთიერთობები იყოს გამჭვირვალე, გასაგები, პროგნოზირებადი. ეს საშუალებას აძლევს ბაზარს, რომ სტაბილური მიწოდება იყოს. სტაბილურობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ახალი შესაძლებლობები ქმნის მეტ კონკურენციას, მეტი კონკურენცია ქმნის საუკეთესო ფასს ჩვენი მომხმარებლისთვის.

დეტალებში არ შევდივარ, რადგან ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს და ბაზარს გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, უფრო გასაგებს, უფრო სტაბილურს, რაც საერთო ჯამში აისახება საუკეთესო სამომხმარებლო ფასზე. დანარჩენ დეტალებს, როცა მზად ვიქნებით, მოგახსენებთ”,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

BM.GE

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პირველი ხაზი 2032 წელს ამოქმედდება – პროექტის ღირებულება €22 მილიარდია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პირველი ხაზი 2032 წელს ამოქმედდება – პროექტის ღირებულება €22 მილიარდია

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE