მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება" - რა პროექტები მიმდინარეობს?
"მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება" - რა პროექტები მიმდინარეობს?

"მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება" - რა პროექტები მიმდინარეობს?

BM.GE11 ივლისი, 2026, 12:53|bm.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომლებიც ქალაქს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

"ქალაქ ქობულეთში, ლესელიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო სოფელ გელაურში სკვერის მოწყობასთან ერთად ჩოგბურთის კორტები მოეწყობა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომლებიც ქალაქს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

ლესელიძის ქუჩაზე, ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი საბავშვო ატრაქციონებით, მოსასვენებელი სივრცეებითა და საპარკე ინფრასტრუქტურით. ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები, ფანჩატურები და თანამედროვე გარე განათების სისტემები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გელაურშიც. პროექტი ითვალისწინებს ჩოგბურთის კორტების მოწყობას შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პარალელურად კეთილმოეწყობა მიმდებარე სკვერი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული თავდასხმების გამო, რუსეთმა დონ-აზოვის არხში ნაოსნობა შეაჩერა

უკრაინული თავდასხმების გამო, რუსეთმა დონ-აზოვის არხში ნაოსნობა შეაჩერა

BM.GE

ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 629 ათას ლარამდეა

ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 629 ათას ლარამდეა

BM.GE

"ათასი რაკეტა მზადყოფნაშია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ“ - დონალდ ტრამპი

"ათასი რაკეტა მზადყოფნაშია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ“ - დონალდ ტრამპი

BM.GE

"ავიაკომპანიებს ფასდაკლებებით უწევთ მგზავრების მოზიდვა" - რა შეცვალა ირანის ომმა საავიაციო ბაზარზე?

"ავიაკომპანიებს ფასდაკლებებით უწევთ მგზავრების მოზიდვა" - რა შეცვალა ირანის ომმა საავიაციო ბაზარზე?

BM.GE