მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წევრებმა და სტუდენტებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ₾500 ათასი შეაგროვეს
მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წევრებმა და სტუდენტებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ₾500 ათასი შეაგროვეს

მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წევრებმა და სტუდენტებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ₾500 ათასი შეაგროვეს

BM.GE22 მაისი, 2026, 23:20|bm.ge

სტუდენტური მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წევრებისა და სტუდენტების მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებისთვის შეგროვებული თანხა, ამ დროისთვის, 500 000 ლარს აღწევს - ამის შესახებ ცნობილი სტუდენტების Facebook ლაივიდან ხდება, რომელიც მათ უწყვეტ რეჟიმში აქვთ ჩართული.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის(სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები…) სტუდენტებმა "1 ლარის მარათონი" 20 მაისს დაიწყეს.

თავდაპირველი სამიზნე თანხა - 100 000 ლარი - 39 საათში შესრულდა და, მას შემდეგ იზრდება.

"მაშინ როდესაც, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათთვის აუცილებელი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მოქალაქეების ჩართულობა გადამწყვეტია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით შევძლებთ საჭირო ფინანსების შეგროვებას და ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებას!

გთხოვთ, ჩაერთოთ ერთი ლარის კამპანიაში, რადგან თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის გადამწყვეტი. ერთი ლარის კამპანია გულისხმობს, რომ ყოველმა მსურველმა სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი ჩარიცხოს", - ვკითხულობთ "დაიცავი ილიაუნის" ვებგვერდზე.

მარათონის პარალელურად შეიქმნა პეტიცია "მიეცით წამალი ბავშვებს", რომლის ხელმომწერებიც ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, გადასახადებიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელ მედიკამენტებში დაიხარჯოს.

ამჟამად პეტიციას 61 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ერთი თვეა ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. ამასთან, პროტესტის მონაწილეები ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იკრიბებიან და ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, ყოველკვირეულად სიმბოლური "დიუშენის მარში" იმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE