მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მოითხოვეს ₾1.5 მილიონი მფარველობისთვის“ - პროკურორი ლილუაშვილის საქმეზე მოწმის დაკითხვაზე
„მოითხოვეს ₾1.5 მილიონი მფარველობისთვის“ - პროკურორი ლილუაშვილის საქმეზე მოწმის დაკითხვაზე

„მოითხოვეს ₾1.5 მილიონი მფარველობისთვის“ - პროკურორი ლილუაშვილის საქმეზე მოწმის დაკითხვაზე

BM.GE28 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

დღეს, 28 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.

პროცესი დახურულია და ადვოკატებს საქმის მასალების გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი შესაბამისად, პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პირი, რომლისგანაც ლილუაშვილმა 1.5 მლნ ლარის ქრთამი მოითხოვა.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეპიზოდთან მიმართებით მეწარმე, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და მას გარკვეული სამუშაოები უნდა შეესრულებინა გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, მასთან მიმართებითაც მოთხოვნილი იქნა ქრთამი 1.5 მილიონი ლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს ქრთამი მისი მხრიდან უშუალოდ იქნა გადაცემული შუამავალი პირისათვის. რა თქმა უნდა, ეს შუამავალი პირიც დაიკითხება სასამართლოში და გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ ის დაადასტურებს, რომ პირდაპირ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცა ეს თანხა.

მოწმისთვის განმარტებული იყო, რომ იმისათვის, რომ სამომავლოდ მას არ "გაწელვოდა" ტენდერი, არ შეექმნათ ხელოვნური პრობლემები სახელმწიფო ინტერესებისათვის, საჭირო იყო, რომ ეს თანხა გადაეცათ და ასეთ შემთხვევაში, ის მიიღებდა მფარველობას თანამდებობის პირის სახით. ასეთი განმარტება ჰქონდა ამ ადამიანს გაკეთებული.

ორი ეპიზოდია, ერთ ეპიზოდზე დღეს მოწმე დაიკითხა და მასთან მიმართებით მილიონ-ნახევარი ლარის ოდენობით თანხის გადაცემა. მეორე ეპიზოდს რაც შეეხება, იმ შემთხვევაში, მეწარმის მიერ გადაცემული არის ერთი მილიონი დოლარი", - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

დღევანდელი მოწმის ჩვენების შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემაც. ადვოკატი აცხადებს, რომ პირი, ვისაც მეწარმემ თანხა გადასცა, არც დაკავებულია და არც ბრალდებულის სტატუსი აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში.

მედიის კითხვაზე, ხომ არ არის აღნიშნული შუამავალი პირი ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს პირი უწყების მოქმედი თანამშრომელი არ არის, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების გაჟღერებისგან თავი შეიკავა.

„აღნიშნული ფულადი თანხა გადასცა კონკრეტულ პირს, არა შუამავალს, არამედ კონკრეტულ პირს. მან დაასახელა ეს კონკრეტული პირი, თუმცაღა ეს კონკრეტული პირი არ არის გრიგოლ ლილუაშვილი. მოწმემ ასევე მტკიცებით ფორმატში განმარტა სასამართლოსთვის, რომ არცერთი ძალოვანი უწყებისთვის გადასაცემი თანხა არ ყოფილა აღნიშნული ფული. მოწმემ განმარტა, რომ ერთმა პირმა თავის თავზე აღებულად მისცა პირობა, რომ მას არ შეექმნებოდა პრობლემა. ანუ, იმ პირს, ვისაც გადასცა მოწმემ ფულადი თანხა, სწორედ აღნიშნული პირის მხრიდან მოხდა დანაპირების მიცემა, რომ დასახელებულ მოწმეს პრობლემა არ შეექმნებოდა.

არ არის დაკავებული ის პირი, რომელსაც თანხა გადასცეს. არც ბრალდებულის სტატუსი აქვს. [ჟურნალისტის კითხვაზე — ეს ის პირია, ვინც ლილუაშვილს ადებს ხელს?] მოგეხსენებათ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ სახელებით და გვარებით ვერ ვსაუბრობ, თუმცა ერთი რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა, ამ შემთხვევაში არც ის პირი, ვისგანაც ფული გაიცა და არც პირი, ვისთანაც ფული მივიდა და აიღო, არცერთი არ სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით დღეის მდგომარეობით. ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი არ არის [ჟურნალისტის კითხვაზე — თუმცა მუშაობდა სამინისტროში?] ამ დეტალებში აღარ შევალ. [ჟურნალისტის კითხვაზე — რომეო მიქაუტაძეს გულისხმობთ?] სახელებს და გვარებს მაქსიმალურად არ ვაჟღერებ. დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დაკავებული“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეში ფიგურირებს თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, რომელსაც ბრალი, ე.წ. ატკატების აღებისთვის, ასევე გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის ვერსიით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა, ხოლო თავად სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს აღნიშნულ სქემაში სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-ის ინჟინერს Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინეს

Google-ის ინჟინერს Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინეს

BM.GE

პარლამენტმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო - რა იცვლება შავ სიაში?

პარლამენტმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო - რა იცვლება შავ სიაში?

BM.GE

ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

BM.GE

რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით გასწორდეს - ირაკლი კობახიძე

რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით გასწორდეს - ირაკლი კობახიძე

BM.GE