მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა
მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 00:17|bm.ge

მოლდოვამ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა სრულად შეწყვიტა და ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაცია გააღრმავა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო რუსულ რესურსს აღარ ყიდულობს და ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაფართოებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მის ამ განცხადებას 8 ნოემბერს ვულკანეშტი-კიშინიოვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ოფიციალურად გახსნა უძღოდა.

დაახლოებით 157 კილომეტრის სიგრძის ინფრასტრუქტურა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დედაქალაქთან აკავშირებს და რუმინეთიდან ელექტროენერგიის მისაღებად დამატებით მარშრუტს ქმნის.

სანდუს განმარტებით, მოსკოვი ენერგეტიკას ათწლეულების განმავლობაში შანტაჟის იარაღად იყენებდა, ახალი მარშრუტი კი მომარაგების შეფერხების რისკებს შეამცირებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვას ენერგომომარაგების შეწყვეტით ან გათბობის გამორთვით ქვეყანას ვეღარავინ დააშანტაჟებს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ეს ინფრასტრუქტურა რუსულ ენერგორესურსებზე კიშინიოვის დამოკიდებულების დასაძლევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგის პარალელურად, მოლდოვა რუმინეთთან ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებას განაგრძობს. ოფიციალური კიშინიოვი კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის, ბელცი-სუჩავასა და სტრაშენი-გუტინაშის მშენებლობას გეგმავს.

ცნობისთვის, მოლდოვის ელექტროენერგიის მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს წლების განმავლობაში დნესტრისპირეთში მდებარე მოლდოვის თბოელექტროსადგური უზრუნველყოფდა. ახალი ინფრასტრუქტურა კიშინიოვს ამ ობიექტზე დამოკიდებულებას საგრძნობლად შეუმცირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE