მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონაცემთა ცენტრები აშშ-სა და ბრიტანეთში ელექტროენერგიის 6%-ს მოიხმარენ - კვლევა
მონაცემთა ცენტრები აშშ-სა და ბრიტანეთში ელექტროენერგიის 6%-ს მოიხმარენ - კვლევა

მონაცემთა ცენტრები აშშ-სა და ბრიტანეთში ელექტროენერგიის 6%-ს მოიხმარენ - კვლევა

BM.GE15 მაისი, 2026, 01:30|bm.ge

მონაცემთა ცენტრების საერთაშორისო ორგანოს ახალი კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნული უკვე ეს ინდუსტრია ეროვნული ელექტრომომარაგების 6%-ს ითვისებს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მონაცემთა ცენტრების მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა მსოფლიო მასშტაბით 15%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, სექტორში ყოველწლიური გლობალური ინვესტიციები $1 ტრილიონს უახლოვდება, რაც მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 1%-ს შეადგენს. IDCA-ს სპეციალისტების განმარტებით, როდესაც მოხმარება 5%-იან ზღვარს აჭარბებს, ქვეყნებში სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობა იწყება. მაგალითად, ბრიტანეთში ელექტროქსელზე მიერთების მსურველთა რიგი 2025 წლის პირველ ნახევარში 460%-ით გაიზარდა, რაც ენერგოდეფიციტის რისკებს ზრდის და საზოგადოებაში პროტესტს იწვევს.

საყურადღებოა, რომ ენერგიის მოხმარების ზრდას "ზომბი სერვისებიც" განაპირობებს — აშშ-ში მოხმარებული ენერგიის 13% იმ აპლიკაციებზე მოდის, რომლებიც ჩართულია, თუმცა რეალურად არ გამოიყენება. ეს დაახლოებით 3 გიგავატზე მეტი სიმძლავრის უსარგებლოდ ფლანგვას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მსოფლიოში 10,000-მდე მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესია Microsoft-ის ახალი ობიექტი უისკონსინში, რომელიც კომპანიის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიურ კერას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE