მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე 2027 წელს შეიძლება ვისაუბროთ - ლაშა ქავთარაძე
მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე 2027 წელს შეიძლება ვისაუბროთ - ლაშა ქავთარაძე

მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე 2027 წელს შეიძლება ვისაუბროთ - ლაშა ქავთარაძე

BM.GE6 მაისი, 2026, 21:25|bm.ge

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში ელიან, რომ მიმდინარე წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც საინვეტიციო ბანკის ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, ეს პროგნოზი ემყარება იმ დაშვებას, რომ ნავთობის ფასების ნორმალიზება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკში ვარაუდობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი პროგნოზი ემყარება იმ დაშვებას, რომ ნავთობის ფასების ნორმალიზება გამოჩნდება წლის მეორე ნახევრიდან და შესაძლოა, უფრო ადრეც, [რასაც] დღეს ვხედავთ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებში არის მოსალოდნელი მიმდინარე წელს. ხოლო 2027 წელს ვფიქრობთ, რომ საბაზისო სცენარით, ინფლაცია მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთჯერადი და მიწოდების მხრიდან მომდინარე შოკების განეიტრალების შემთხვევაში, ზეწოლა ფასებზე მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.

ვფიქრობთ, რომ უკვე 2027 წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე შესაძლოა ვისაუბროთ და ეს შერბილება შეიძლება იყოს ახლა უკვე 0.75 პროცენტული პუნქტის ფარგლებში.

არ ვფიქრობდი, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდებოდა მიმდინარე სხდომაზე, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ შემდგომი ზრდა საჭირო იყოს მიმდინარე წელს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.

ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნებულიყო - ლაშა ქავთარაძე

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სებ-მა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

PZU-მ უკრაინული სადაზღვევო გიგანტი MetLife Ukraine შეიძინა

PZU-მ უკრაინული სადაზღვევო გიგანტი MetLife Ukraine შეიძინა

BM.GE

"[10-12 წელიწადში] ფულის მასა 5-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი გაორმაგებულიც არ არის" - გერლიანი ინფლაციის მიზეზებზე

"[10-12 წელიწადში] ფულის მასა 5-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი გაორმაგებულიც არ არის" - გერლიანი ინფლაციის მიზეზებზე

BM.GE

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾41 მილიონამდე გაიზარდა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾41 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE