მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე გადავიდა
მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე გადავიდა

მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე გადავიდა

BM.GE15 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

ევროკავშირმა მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ საბოლოო ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი Ad Hoc Working Party დაამტკიცეს.

დასახელებული ჯგუფი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება და მის ფარგლებში წევრები მონტენეგროს ევროპულ ბლოკში მიღების სამართლებრივ დეტალებს შეათანხმებენ. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გაფართოების პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.

როგორც ირკვევა, ქვეყანამ გაწევრიანებისთვის საჭირო 33 თავიდან 14 უკვე დახურა. თუმცა კანონის უზენაესობის რეფორმა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ევროკომისარი მარტა კოსი ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროკომისია მონტენეგროს ე.წ. "უნგრეთი 2.0"-ის პრევენციისთვის სატესტო სუბიექტად განიხილავს. სწორედ ამ რისკების შესამცირებლად შეიქმნა "Ad Hoc Working Party", რომლის მთავარი ამოცანაც დემოკრატიული უკუსვლის თავიდან აცილება იქნება.

შეგახსენებთ, მონტენეგრო ბლოკის წევრობას 2028 წლისთვის გეგმავს. ოფიციალურმა პოდგორიცამ აღნიშნული თარიღი ეროვნული ავიახაზების ბრენდირებაშიც კი ასახა.

ცნობისთვის, მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიიღო. ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა. გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები კი 2012 წელს დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE