მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი
"მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი

"მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი

BM.GE8 მაისი, 2026, 15:05|bm.ge

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები შეეხება როგორც ფიზიკურ კაზინოებსა და სლოტ კლუბებს, ისე ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზატორებს. საუბარია იმ სალიცენზიო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომლებიც 25 წლამდე პირების თამაშს კრძალავს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირების თამაშის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე სხვა პირობების შეუსრულებლობაზე, რაც მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, ჩანაწერების წარმოების და აღრიცხვას შეეხება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები „ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას“ და ხშირ შემთხვევაში ნებართვის მფლობელებისთვის უფრო ეკონომიკურად გამართლებულია მოთხოვნების დარღვევა და ჯარიმის გადახდა, ვიდრე წესების სრულად დაცვა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევები გახშირდა, ხოლო ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება. სათამაშო აპარატების სალონებისთვის ჯარიმა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი იქნება, ხოლო აზარტული კლუბებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მქონე პირებისთვის - 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი.

ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ჯარიმების ახალი ოდენობები გათანაბრებულია იმ სანქციებთან, რომლებიც უკვე მოქმედებს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის. სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვაა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE