მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა
მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 21:16|bm.ge

2026 წლის აგვისტოში მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალაშენებული საცხოვრებლის გაყიდვები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

უძრავი ქონების ანალიტიკური პლატფორმა bnMAP.pro-ს მონაცემებით, დედაქალაქში გასულ თვეში მხოლოდ 174,400 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი გაიყიდა. რეალიზაციის მოცულობა 2026 წლის ივლისთან შედარებით 21.4%-ით, ხოლო 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 45.2%-ითაა შემცირებულია.

bnMAP.pro-ს დამფუძნებელი ირინა დობროხოტოვა სექტემბერში ბაზარზე გარკვეულ გამოცოცხლებას მოელის. მისი შეფასებით, ზაფხულის თვეებში დაბალი აქტივობა ტრადიციულად სეზონურობასა და შვებულებების პერიოდს უკავშირდება. ექსპერტის განმარტებით, რადგან 1 ოქტომბრიდან ხელისუფლება ე.წ. საოჯახო იპოთეკის პირობების გამკაცრებას გეგმავს, ეს ცვლილება შეღავათიანი პროგრამით დაინტერესებულ ოჯახებს გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებინებს.

დობროხოტოვას შეფასებით, ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მაინც არ არის მოსალოდნელი, რადგან ოჯახზე მხოლოდ ერთი შეღავათიანი კრედიტი გაიცემა, რაც განმეორებითი სესხის აღებას გამორიცხავს.

ცნობისთვის, მოსკოვის უძრავი ქონების ბაზარზე უფრო დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2020 წლის მაისში, კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE