მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი
"მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი

"მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი

BM.GE18 მაისი, 2026, 03:33|bm.ge

„ლურჯი მოცვის ასოციაციის“ პრეზიდენტის თორნიკე ფარჯავიძის განცხადებით, განსხვავებით სხვა აგრო-კულტურებისგან, ლურჯი მოცვის შემთხვევაში ჭარბწარმოების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც ის განმარტავს, მოცვი გლობალურად კვლავ დეფიციტური პროდუქტია და მოთხოვნა ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება.

„მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად. IBO-ს (მოცვის საერთაშორისო ორგანიზაცია) სტატისტიკით, მსოფლიოში იმდენი ადამიანიც კი არ არის, ვისაც კრეფაში გამოვიყენებთ, რომ სრული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ვაწარმოოთ. მთავარია სეზონური ფანჯრის გაზრდა სათბურების და საგვიანო ჯიშების ხარჯზე,“ - აცხადებს ფანჯავიძე.

მისივე თქმით, სექტორის მდგრადობისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ფერმერებმა მხოლოდ ნედლეული არ გაყიდონ.

„მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანამდევი პროცესების - სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების განვითარება. საქართველოს უნიკალური კლიმატი აქვს - ჩვენ შეგვიძლია ერთ ბაღში როგორც სამხრეთული, ისე ჩრდილოეთური ჯიშები ერთად გვქონდეს, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია. ეს გვაძლევს შანსს, ვიყოთ კონკურენტუნარიანები სერბეთთან თუ რუმინეთთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა თორნიკე ფანჯავიძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით 30-40%-ით მეტი მოსავალი იქნება და ჯამურად მოსავალი 10,000 ტონას მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE