მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსგავსი პრაქტიკის გამოყენება სხვა პროექტებზეც შეიძლება - შუკაკიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე
მსგავსი პრაქტიკის გამოყენება სხვა პროექტებზეც შეიძლება - შუკაკიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე

მსგავსი პრაქტიკის გამოყენება სხვა პროექტებზეც შეიძლება - შუკაკიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართულობაზე

BM.GE20 მაისი, 2026, 03:43|bm.ge

ენერგეტიკის სექტორის ინვესტორების ნაწილის შეფასებით, ქვესადგურების მშენებლობაში კერძო კომპანიების ჩართვა საინტერესო პრაქტიკა შეიძლება იყოს.

საქმე ისაა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას უნდა განეხორციელებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს. ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” და „გრინ ენერჯი ჰოლდინგის“ მმართველმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსგავსი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაკავშირებულია როგორც ფინანსურ, ასევე საკადრო და ტექნიკურ რესურსთან. შესაბამისად, მისი თქმით, ტემპის დასაჩქარებლად ბიზნესის ჩართულობა გამართლებულია.

გიორგი შუკაკიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა, სახელმწიფო ელექტროსისტემამ სხვა ობიექტებთან მიმართებაშიც დანერგოს, თუმცა მისი თქმით, ამ პროცესში სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლები მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი.

“საკმაოდ ლოგიკური მოდელია დღეს შექმნილი ამ კონკრეტულ კვანძში. იქიდან გამომდინარე, რომ გენერაციის ობიექტები ითხოვდნენ ქსელზე მიერთების შესაძლებლობას. სახელმწიფოს მხრიდან ამ ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელი იყო გარკვეულ ვადებში, რომელიც შეიძლება მიუღებელი ყოფილიყო დეველოპერებისთვის. მოიძებნა კომპანიების და სახელმწიფოს მიერ ერთობლივად განხორციელების ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს უშუალოდ დეველოპერებს, რომ შემდეგ უკვე აშენებული გენერაციის ობიექტები დროულად მიაერთონ გადაცემის ლიცენზიანტის ქსელზე.

ზოგადად, ეს პრაქტიკა შინაარსობრივად შეიძლება საინტერესო იყოს, თითოეული ინფრასტრუქტურის აშენება მოითხოვს როგორც საკადრო რესურსს და ინტელექტუალურს, ასევე ფინანსურ შესაძლებლობებს. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს საბოლოო შედეგი უფრო მოკლე დროში დადგეს, ვფიქრობ, კარგია [კერძო სექტორის ჩართულობა]. ოღონდ ეს შემდგომში უნდა იყოს შინაარსობრივად მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებლობით, თუ ვინ რას აკეთებს, რა ვადაში აკეთებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს ყველაფერი წარმატებული. სხვა პროექტებზეც ვფიქრობ მსგავსი პრაქტიკა განხილული იქნეს. უკეთესი შედეგი მოკლე დროში რომ იყოს მიღწევადი, შეიძლება ეს ფორმატი სხვა პროექტებზეც გავრცელდეს”, - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE