
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა. კერძოდ, ნედლი ნავთობის ფასი 2%-ით 98 დოლარამდეა შემცირებული. თითქმის 2%-იან კლებას აჩვენებს Brent-ის ტიპის ნავთობი და 102 დოლარი ღირს. 1.7%-იანი ზრდა ფიქსირდება რუსულ ნავთობზე და ურალსის ფასი 115 დოლარს აჭარბებს. მცირედი კლების მიუხედავად, ნავთობის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 70%-ით არის გაძვირებული.
ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესება, აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა, იემენელი ჰუსიტების მიერ იერიშების განხორციელება და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს. ინვესტორები შიშობენ, რომ ვითარება წლის ბოლომდე ვერ გამოსწორდება, რასაც მოახლოებული ზამთრის პერიოდი და ამოწურული სტრატეგიული მარაგების პრობლემა ემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge