მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს ჩემპიონატის შესვენების შოუზე Coldplay, მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ
მსოფლიოს ჩემპიონატის შესვენების შოუზე Coldplay, მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესვენების შოუზე Coldplay, მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

BM.GE14 მაისი, 2026, 20:38|bm.ge

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების შოუზე ქოლდფლეი, მადონა, შაკირა და BTS გამოვლენ.

კვირას, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუტერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე გასამართი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი იქნება, რომელსაც შესვენების შოუ ექნება. შოუს ხანგრძლივობა 11 წუთი იქნება.შაკირას სახელი უკვე უკავშირდებოდა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს, მისი და Burna Boy-ის მიერ შესრულებული ოფიციალური 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერის Dai Dai-ის გამოცხადების შემდეგ.ეს შაკირასთვის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოფიციალური სიმღერა იქნება 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიტის Waka Waka შემდეგ.მადონაც აქტიური ივლისისთვის ემზადება: პოპის დედოფლის ახალი ალბომი Confessions II - მისი 2005 წლის კლასიკური Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - 3 ივლისს გამოვა.

BTS კი, წელს დიდ მუსიკას დაუბრუნდა: 20 მარტს გამოვიდა მათი მე-6 სტუდიური ალბომი ARIRANG - სამხრეთკორეული ჯგუფის პირველი პროექტი მას შემდეგ, რაც წევრები სამხედრო სამსახურის შესასრულებლად პაუზაზე იყვნენ გასულები.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების შოუს ორგანიზებას Global Citizen და ქოლდფლეის კრის მარტინი კურირებენ. ღონისძიების მიზანია თანხების შეგროვება FIFA Global Citizen Education Fund-ისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის განათლებისა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად 100 მილიონი დოლარის შეგროვებას ცდილობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE