მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს - ივანე აბაშიძე
მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს - ივანე აბაშიძე

მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს - ივანე აბაშიძე

BM.GE7 აგვისტო, 2026, 00:45|bm.ge

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს. ქართველი სპეციალისტები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში, ხოლო საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. მისი თქმით, სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის მთავარი კერა, სადაც ქართველი მეზღვაურების მომზადება ხდება. დღეს საქართველოს 21 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებსაც დასაქმებულები არიან მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 80%-ზე. ასევე, საქართველოს მიერ დაფარულია მსოფლიოს საზღვაო დროშების საერთო რაოდენობის 90%-მდე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ძირითადი რეპუტაციული დროშები. ეს არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

BM.GE