მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდ მწარმოებელს "ჰანიველ ცემენტის" თანამფლობელობა სურს - ირაკლი რუხაძე
მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდ მწარმოებელს "ჰანიველ ცემენტის" თანამფლობელობა სურს - ირაკლი რუხაძე

მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდ მწარმოებელს "ჰანიველ ცემენტის" თანამფლობელობა სურს - ირაკლი რუხაძე

BM.GE15 მაისი, 2026, 16:18|bm.ge

"ჰანიველ პარტნერსის" მმართველი პარტნიორის ირაკლი რუხაძის განცხადებით, საქართველოში იმყოფებიან მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც “ჰანიველ ცემენტის” თანამფლობელობით არიან დაინტერესებულები:

“თუ ეს მოხდა, ჩვენს კომპანიას ეს კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს”, - აღნიშნა მან კასპში, კომპანიის ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ კომპანიას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ცემენტის” ბრენდი საქართველოში 2024 წლიდან მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2024 წელს გერმანული “ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოს ბაზრიდან გავიდა. "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კი ოფიციალურად "ქართული ცემენტი" გახდა, რომელიც ბაზარზე "ჰანიველ ცემენტის" ბრენდით ოპერირებს. ამ დროისთვის “ქართული ცემენტის” 45.45%-იან წილს ფლობს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ი. ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".

ირაკლი რუხაძეს "ქართული ცემენტის" გაყიდვის შესახებ ამ დრომდეც გაუკეთებია განცხადება. როგორც მან აპრილში თქვა, მას შემდეგ, რაც კომპანიის წლიურმა მოგებამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მათ ცემენტის კომპანიის გაყიდვისთვის მზადება დაიწყეს და დაიქირავეს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Rothschild & Co, რომელმაც სხვადასხვა ინვესტორებს "ქართული ცემენტის" წილი შესთავაზა. თუმცა როგორც რუხაძემ აღნიშნა, მიღებული შეთავაზებები არ იყო მათთვის მიმზიდველი, რასაც პირველ რიგში, საქართველოს შესახებ აღნიშნულ პერიოდში გავრცელებული ცნობები განაპირობებდა. ასეთ ინფორმაციებს შორის რუხაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები დაასახელა იმის თაობაზე, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში რუსული ფული ტრიალებს და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს.

დღეს კი, კასპში, "ჰანიველ ცენტრის" ახალი $70-მილიონიანი პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას რუხაძემ "ქართული ცემენტის" "გაქართულების" მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ იმან, რომ ამ კომპანიას ადგილობრივები მართავენ და ქართველი დირექტორი ჰყავს, კომპანიას წარმოუდგენელი ზრდა მოუტანა.

ცნობისთვის, "ქართული ცემენტის" 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩინეთი მზადაა, ამერიკული ნავთობი შეისყიდოს" - ტრამპი

"ჩინეთი მზადაა, ამერიკული ნავთობი შეისყიდოს" - ტრამპი

BM.GE

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული სამივე ტენდერი კიდევ ერთხელ ჩავარდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული სამივე ტენდერი კიდევ ერთხელ ჩავარდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

აპრილში $318 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა - ქვეყნების რეიტინგი

აპრილში $318 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა - ქვეყნების რეიტინგი

BM.GE