მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ გზების დეპარტამენტს თელავის სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალა
მთავრობამ გზების დეპარტამენტს თელავის სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალა

მთავრობამ გზების დეპარტამენტს თელავის სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალა

BM.GE10 აგვისტო, 2026, 16:58|bm.ge

საქართველოს მთავრობამ თელავში 12 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა 24 ივლისს გამოსცა, რაც მთავრობის ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები, ასევე მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

სამუშაოები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა მდინარე თელავისხევის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, კავკასიონის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის, დაახლოებით 1.3 კილომეტრის სიგრძეზე, ჩამონატანი ქვა-ღორღოვანი მასისგან გაწმენდა და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. ანალოგიური სამუშაოები დაგეგმილია მის პარალელურ ქუჩაზე გამავალ ორ ადგილობრივ გზაზეც, რომელთა სავარაუდო სიგრძე ასევე 1.3 კილომეტრია.

გარდა ამისა, კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდი უნდა მოეწყოს.

აღდგენითი სამუშაოები ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულასთან მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას, მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდას კავკასიონის ქუჩიდან მდინარე ალაზანთან შესართავამდე და დაზიანებული დამცავი ჯებირის აღდგენას.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფარგლებში სამუშაოები ასევე ჩატარდება თელავის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩამონატანი მასისგან ტერიტორიის გაწმენდა და არსებული ხევის ფორმირება იგეგმება.

სამუშაოები შეეხება მდინარე მაწანწარის ხევსაც, სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ დაგეგმილია მისი ფორმირება და დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა.

ცალკე მიმართულებაა მდინარე თელავისხევის სათავეში არსებული ღვარცოფდამჭერი ნაგებობების გაწმენდა. ასევე გათვალისწინებულია მდინარის კალაპოტში არსებული არხის დაზიანებული მიმღები სათავისისა და ბეტონის ჯებირების აღდგენა და თელავისხევის პარალელურად გამავალი დაზიანებული ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია.

მთავრობის განკარგულებით, სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ჯიარჯის“ შორის 2026 წლის 30 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.

განკარგულების თანახმად, სამუშაოებისა და მომსახურებების დაფინანსება შესაბამის წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026-2027 წლებში შესაბამისი დამატებითი სახსრების მოძიებაც უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • გივი მიქანაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებიაიმედი
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

BM.GE

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

BM.GE

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

BM.GE

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - რა კეთდება რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე?

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - რა კეთდება რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე?

BM.GE