მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მწარმოებლებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველოს შეღავათიან ფასად შეუძლია დიუშენის მედიკამენტის მიღება - კავკასიძე
მწარმოებლებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველოს შეღავათიან ფასად შეუძლია დიუშენის მედიკამენტის მიღება - კავკასიძე

მწარმოებლებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველოს შეღავათიან ფასად შეუძლია დიუშენის მედიკამენტის მიღება - კავკასიძე

BM.GE22 მაისი, 2026, 01:08|bm.ge

მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე საერთაშორისო მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული ბაზრების კონსულტანტმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ამისთვის პირველ რიგში, აუცილებელია პაციენტების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, რადგან მწარმოებლების მიერ მოწოდებული მედიკამენტების ფასი პაციენტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ როგორც წესი, ფარმაცევტული კომპანიები ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებენ და შესაძლებელია, რომ საქართველომ სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო პრეპარატი 30–50%-ით უფრო დაბალ ფასადაც მიიღოს.

მედიცინის დოქტორი ასევე აღნიშნავს, რომ ის მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში ითხოვენ, დაშვებულია როგორც აშშ-ს, ასევე ევროპის ბაზარზე.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრეპარატები, რომლებზეც არის ლაპარაკი და რომლებსაც ითხოვენ მშობლები, დაშვებულია მკურნალობისთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში.

რაც შეეხება დიუშენის კუნთოვან დისტროფიას, საერთოდ, იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს ენიჭებათ ე.წ. „Orphan Drug“, ობოლი წამლის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პრეპარატების შექმნა ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ შეზღუდულია გავრცელების და გაყიდვის არეალი. იმისთვის, რომ წაახალისონ ასეთ პრეპარატებზე მუშაობა, ამიტომ ქვეყნები და რეგულატორები ანიჭებენ ამ სტატუსს.

ეს სტატუსი კი იმას ნიშნავს, რომ როგორც წესი, ფასის მოლაპარაკებაში მონაწილეობს სახელმწიფო. იმიტომ, რომ ეს არის იშვიათი დაავადება და რომ წაახალისონ მწარმოებელი, უკვე მარკეტინგზე აღარ არის დამყარებული მისი გაყიდვა. აქ სახელმწიფო მონაწილეობს იმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ იცის, რამდენი პაციენტი ჰყავს ამ დაავადებით დაავადებული და ზუსტად იცის, რამდენი [მედიკამენტი] სჭირდება.

იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიწყოს მწარმოებელთან ლაპარაკი, მას უნდა ჰქონდეს ზუსტი აღრიცხვა იმ პაციენტებისა, რომლებიც ჰყავს. მე რამდენადაც ვიცი, დღეს საქართველოში ამისი ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს. იმის მიხედვით, რამდენი პაციენტი გყავს, ფასიც სხვადასხვა იქნება. თუ გყავს 20 პაციენტი, ფასი იქნება ერთი, თუ გყავს 300 პაციენტი, ფასი იქნება სხვა.

მეორე, როგორც წესი, იშვიათი დაავადებების შემთხვევაში მწარმოებლები ითვალისწინებენ იმ სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისაც სურს ამ პრეპარატის შეძენა. ამიტომ, როგორც წესი, ფასი, რომელსაც მწარმოებელი აძლევს გერმანიას, იქნება სხვა, და ფასი, რომელსაც მისცემს საქართველოს, იქნება სხვა. ეს სხვაობა შეიძლება იყოს 30-40-50%. გააჩნია მოლაპარაკებას, გააჩნია, ვინაა მწარმოებელი, რამდენად არგუმენტირებულად და კარგად იქნება ეს დოკუმენტაცია შედგენილი და ა.შ.

ასე რომ, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს მონაწილეობა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია, ოღონდ სახელმწიფო უნდა მოემზადოს ასეთი მოლაპარაკებისთვის. უნდა შეადგინოს კარგი რეგისტრი, რაოდენობა, წლოვანება, რამდენი ხანია, რაც დაეწყო თითოეულ პაციენტს [დაავადება]. ეს უნდა იყოს ყოველ პაციენტზე შედგენილი, რომ სახელმწიფომ ჩაატაროს წარმატებული მოლაპარაკებები მწარმოებელთან”, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყოტვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენებირუსთავი 2
  • ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
მიღება →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE