მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მუნიციპალური სსიპ-ები კორუფციისა და შტატების "გაბერვის" წყარო გახდება - ირაკლი მელაშვილი
მუნიციპალური სსიპ-ები კორუფციისა და შტატების "გაბერვის" წყარო გახდება - ირაკლი მელაშვილი

მუნიციპალური სსიპ-ები კორუფციისა და შტატების "გაბერვის" წყარო გახდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE14 მაისი, 2026, 11:25|bm.ge

საქართველოში საბჭოთა ტიპის მმართველობაა, მუნიციპალური სსიპ-ები კი კორუფციისა და შტატების "გაბერვის" წყარო გახდება - ამის შესახებ BMG-სთან თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს.

მელაშვილი თვითმმართველი ქალაქებისთვის სსიპ-ების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების) დაფუძნების უფლების მინიჭებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არა რეალურ დეცენტრალიზაციას, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასა და პოლიტიკური აქტივისტების დასაქმებას ემსახურება.

„სანამ სახელმწიფო სსიპ-ების შექმნის უფლებას გადასცემს მუნიციპალიტეტს იმ მოტივით, რომ მათ ლიცენზიების გაცემით მოგების მიღების საშუალება ექნებათ, უპრიანი იქნებოდა სახელმწიფოს წარმოედგინა როგორია, მის ხელთ არსებული სსიპ-ების მდგომარეობა, რომელია მოგებაზე და რომელი - წაგებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახავთ, რომ სახელმწიფო სსიპ-ების დიდი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს. ამ სსიპ-ების შექმნა ხშირ შემთხვევაში, კორუფციის წყარო იყო. ამიტომ ეს, თავის დროზე, თვითმმართველობის კოდექსით შეიზღუდა.

თუ რამე სერვისების მიწოდებაზეა საუბარი, ააიპ-ების მეშვეობით გაეკეთებინათ, ანუ მისი მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო სერვისების, იმ მომსახურების მიწოდება, რაც მოსახლეობას სჭირდება და არა ე.წ. მოგებაზე მუშაობა, იმიტომ, რომ ეს ამ მომსახურების ძალიან დიდ კომერციალიზაციას იწვევს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ ახალი უფლებები მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს ეხება და არა სათემო მუნიციპალიტეტებს. ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ ეს „ევროპული ქარტიის“ პირდაპირი დარღვევა და მოსახლეობის უფლებრივი სეგრეგაციაა.

„თვითმმართველობის კოდექსით რა უფლებებიც თვითმმართველობას გადაეცემა, ის უნივერსალური უნდა იყოს სათემო და საქალაქო მუნიციპალიტეტებისთვის. ეს არის პირდაპირი დარღვევა ევროპული ქარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

რატომ უნდა ჰქონდეს ფოთის მცხოვრებს სხვა სერვისი და თელავის მცხოვრებს - სხვა? რატომ არის ეს სეგრეგაცია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის? მთელ მსოფლიოში მუნიციპალიტეტებს შორის უფლებრივი განსხვავება არ არსებობს. ვინც ამას აკეთებს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის თვითმმართველობა,“ - აღნიშნავს თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი.

თბილისის გარდა, საქართველოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს აქვს. თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ტაქსის ლიცენზიების გაცემა და გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება შეეძლებათ. პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება მიეცემათ. სწორედ ეს სსიპ-ები გასცემენ ლიცენზიებს. კანონპროექტების ავტორთა განცხადებით, ლიცენზიების გაცემით თვითმმართველი ქალაქები დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის გეგმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა|რაზე ისაუბრეს?

რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა|რაზე ისაუბრეს?

BM.GE

Galt&Taggart-ის საბაზისო სცენარით, 2035 წლისთვის დადგმული სიმძლავრე 8.8 გვტ-მდე გაიზრდება

Galt&Taggart-ის საბაზისო სცენარით, 2035 წლისთვის დადგმული სიმძლავრე 8.8 გვტ-მდე გაიზრდება

BM.GE

რკინიგზამ ახალციხის სადგურის რეაბილიტაციისთვის ₾2.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

რკინიგზამ ახალციხის სადგურის რეაბილიტაციისთვის ₾2.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

რას წარმოადგენს საბერძნეთის "საოჯახო კალათის" მოდელი, რომელსაც ქართული ქსელები იყენებენ?

რას წარმოადგენს საბერძნეთის "საოჯახო კალათის" მოდელი, რომელსაც ქართული ქსელები იყენებენ?

BM.GE