მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. MyBusiness.ge - საქართველოში პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი უკვე ხელმისაწვდომია
MyBusiness.ge - საქართველოში პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი უკვე ხელმისაწვდომია

MyBusiness.ge - საქართველოში პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი უკვე ხელმისაწვდომია

BM.GE15 მაისი, 2026, 18:29|bm.ge

ბიზნესის შეძენა ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რისკიანი გადაწყვეტილებაა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმაზეა გაფანტული, განცხადებებში დეტალები არასაკმარისია, ხოლო მყიდველს უჭირს გაიგოს, რამდენად სწორია ფასი, რამდენად აქტუალური და შესაბამისია ლოკაცია, როგორია კონკურენცია და რა უნდა გადაამოწმოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამ პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა MyBusiness.ge - პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში აძლევს შესაძლებლობას, მოძებნოს, განათავსოს, შეადაროს და შეაფასოს ბიზნეს შესაძლებლობები.

MyBusiness.ge-ის მიზანია, საქართველოში ბიზნესის ყიდვის, გაყიდვისა და იჯარის პროცესი გახდეს უფრო მარტივი და სანდო როგორც მყიდველებისთვის, ისე ბიზნესის მფლობელებისთვის, ბროკერებისთვის, აგენტებისა და ინვესტორებისთვის.

MyBusiness.ge-ის დახმარებით შეგიძლია შემდეგი სერვისებით ისარგებლო:

• მოძებნო მოქმედი ბიზნესები, კომერციული ობიექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები; • განათავსო საკუთარი ბიზნეს ან კომერციული განცხადება; • წარადგინო საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესში პარტნიორობის შეთავაზებები; • შეადარო რამდენიმე განცხადება ფასის, ლოკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების მიხედვით; • გამოიყენო ბაზრის ანალიტიკა; • მიიღო AI-ზე დაფუძნებული შეფასება კონკრეტული ბიზნესის პოტენციალზე; • შეინახო საინტერესო განცხადებები რჩეულებში; • გამოიყენო VIP პაკეტები განცხადების უკეთ გამოსაჩენად.

პლატფორმის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია AI ანალიზის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება, გადაწყვეტილების მიღებამდე უკეთ დაინახოს კონკრეტული ბიზნესის პოტენციალი.

სისტემა აანალიზებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: ლოკაციის პოტენციალს, გარშემო არსებულ კონკურენტებს, მსგავსი ბიზნესების აქტივობას, რისკების დონეს და იმ კითხვებს, რომლებიც მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუსვას.

AI ანალიზი არ წარმოადგენს ფინანსურ ან საინვესტიციო დასკვნას. მისი მიზანია, მომხმარებელს მისცეს საწყისი, მარტივად გასაგები სურათი იმის შესახებ, რა უნდა გადაამოწმოს ბიზნესის შეძენამდე და რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

პლატფორმაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც განცხადებების ნახვა, ისე საკუთარი ბიზნესის, კომერციული ობიექტის ან საინვესტიციო შეთავაზების განთავსება.

ვებგვერდი: mybusiness.ge

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავის იყიდის

ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავის იყიდის

BM.GE

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

BM.GE

მარსის კოლონიზაცია და $7.5 ტრილიონი – რა მიზნებით გადის SpaceX ბირჟაზე?

მარსის კოლონიზაცია და $7.5 ტრილიონი – რა მიზნებით გადის SpaceX ბირჟაზე?

BM.GE

TV "იმედში" სამთავრობო უწყებების სარეკლამო დაკვეთები გაიზარდა - არხის ფინანსური მაჩვენებლები

TV "იმედში" სამთავრობო უწყებების სარეკლამო დაკვეთები გაიზარდა - არხის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE