მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. N304 მარშრუტზე, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე
N304 მარშრუტზე, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე

N304 მარშრუტზე, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე

BM.GE13 მაისი, 2026, 16:09|bm.ge

თბილისში N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ N304 მარშრუტს შეეხება. არსებული 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რის შედეგადაც მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა ორჯერ გაიზრდება.

„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით. შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, N304 ხაზიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდება, რათა იქაც შემცირდეს ინტერვალები და გაუმჯობესდეს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ფარგლებში დამატებით 200 ავტობუსის შეძენასაც გეგმავს. მისი თქმით, ახალი ავტობუსების მარშრუტებზე ეტაპობრივად დამატებასთან ერთად, გამოთავისუფლებული რესურსი პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE