მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება
ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

BM.GE8 მაისი, 2026, 01:49|bm.ge

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც, 800 000 ლარია - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"პროექტის მიხედვით, 3 800 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება; მოეწყობა ე.წ. სტრიტბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ტერიტორიაზე ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე შესრულდა. ამ ეტაპზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

მერიის ცნობით, სკვერის სარეაბილიტაციო დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

"აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: წინა ხელისუფლების პირობებში, ის გასხვისებული იყო, რათა აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა შევასრულეთ. დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი.

სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი თვე დაჭირდება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს ექნებათ მოწესრიგებული სივრცე, სადაც დასვენებას და ვარჯიშს შეძლებენ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, რეკრეაციული სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"პირველად 2017 წელს ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ მერად და იქიდან მოყოლებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ გამწვანების მიმართულებით. ამ თემას არ ეთმობოდა შესაბამისი ყურადღება, მიზანმიმართულად ხდებოდა რეკრეაციული არეალების, სპორტული მოედნების გასხვისება.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობას, თუმცა მწვანე არეალები, რეკრეაციული სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მოიცავდა არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლებას, სკვერების მოწესრიგებას. ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბედელიანი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE