მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NAEC-მა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
NAEC-მა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა

NAEC-მა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა

BM.GE28 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა.

მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

ისტორია აირჩია - 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

მათემატიკა აირჩია - 15 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია აირჩია - 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია აირჩია - 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია აირჩია - 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ლიტერატურა აირჩია - 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა აირჩია - 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია - 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

"მონაცემები აჩვენებს, რომ აბიტურიენტების ინტერესები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს. განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია. არჩევითი საგნების სტატისტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა აბიტურიენტთა ინტერესების, პროფესიული პრიორიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის შესახებ", - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE