მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - შსს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - შსს

BM.GE29 აპრილი, 2026, 15:32|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პოლიციის განმარტებით, ბრალდებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის: ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა, აღნიშნული პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით, სისტემატურად ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, მათ შორის: ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და მარიხუანა.

გარდა ნარკოტიკებისა, პოლიციამ ამოიღო ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

შსს-ს ინფორმაციით, აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას 2 500 აბზე მეტი „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატი აღმოაჩნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს (მათ შორის 260-ე, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლები), რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღებასა და იარაღის უკანონო ფლობას გულისხმობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • „ბრალდება აბსურდულია, ამოღებული ნივთები სუვენირებია“ - ძალადობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მოზარდის ადვოკატიტვ პირველი
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE