მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სსე-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებს
ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სსე-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სსე-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

BM.GE3 აგვისტო, 2026, 19:47|bm.ge

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ნარმანია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არ მაქვს ინფორმაცია [ვანო ზარდიაშვილი ახლა შვებულებაშია თუ არა]. ჩვენ ხომ არ გვექვემდებარება [სახელმწიფო ელექტროსისტემა]. [დავით ვარდიაშვილი] მოვალეობის შემსრულებლად რომ დაინიშნა ამაზე საქმის კურსში ვართ", - უთხრა "ტვ პირველს" ნარმანიამ.

შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი 2025 წლის 1-ელ სექტემბერს გახდა. მანამდე ის სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

BMG-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია. ეკონომიკის სამინისტროში ზარდიაშვილის ელექტროსისტემიდან წასვლას ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.

თუმცა BMG-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, ვინ შეცვლის ვანო ზარდიაშვილს. ელექტროსისტემის დირექტორის პოსტს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოქმედი დირექტორი დავით ვარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

BM.GE

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

BM.GE

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

BM.GE

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

BM.GE