მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nasdaq-100 ინდექსში SpaceX-ის შესვლამ კრახით ჩაიარა
Nasdaq-100 ინდექსში SpaceX-ის შესვლამ კრახით ჩაიარა

Nasdaq-100 ინდექსში SpaceX-ის შესვლამ კრახით ჩაიარა

BM.GE9 ივლისი, 2026, 00:32|bm.ge

Nasdaq-100 ინდექსში გაწევრიანების პირველ დღეს, ტექნოლოგიური სექტორის აქციების საერთო ვარდნის ფონზე, კომპანია SpaceX-ის აქციების ფასი 6.8%-ით შემცირდა. ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებისას ერთ აქციაზე დაფიქსირებულმა ღირებულებამ $149.5 შეადგინა, ეს მაჩვენებელი აღემატება $135-იან პირველად საჯარო შეთავაზების ფასს, თუმცა ჩამორჩება $150-იან ნიშნულს, რომლითაც კომპანიამ 12 ივნისს ბაზარზე ოპერირება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც SpaceX-ის აქციები IPO-ს შემდეგ იყიდა, დღეს არარეალიზებულ ზარალზეა.

ამ კლების მიუხედავად, უოლ-სტრიტის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა SpaceX-ის მიმართ ოპტიმისტური შეფასებები დააფიქსირეს. JPMorgan Chase-მა, Morgan Stanley-მ და Goldman Sachs-მა კომპანიის აქციებზე პოზიტიური რეიტინგები გასცეს და სამომავლო სამიზნე ფასები $225, $300 და $205 განსაზღვრეს. ბანკების ანალიტიკოსების შეფასებით, კოსმოსურ, გლობალური კავშირებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით კომპანიას უალტერნატივო უპირატესობა აქვს.

ცნობისთვის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, დღეისათვის SpaceX-ის აქციები 26%-ით არის შემცირებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ სანქციებს გააუქმებს აშშ თურქეთს?

რომელ სანქციებს გააუქმებს აშშ თურქეთს?

BM.GE

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის შეფასება $130 მილიარდს აღწევს

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის შეფასება $130 მილიარდს აღწევს

BM.GE

აშშ-მა ირანზე ახალი სამხედრო იერიშები განახორციელა

აშშ-მა ირანზე ახალი სამხედრო იერიშები განახორციელა

BM.GE

SpaceX-ი და Cursor-ი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ

SpaceX-ი და Cursor-ი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ

BM.GE