
NATERIAL - გარე ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი - B2B და საცალო მომხმარებლებისთვის
უძრავი ქონებისა და HoReCa სექტორის სწრაფმა განვითარებამ საქართველოში გარე სივრცეების მიმართ სრულიად ახალი მოთხოვნა გააჩინა. აივნები, ტერასები, ვერანდები და ეზოები დღეს უკვე მხოლოდ დამატებითი სივრცე აღარ არის - თანამედროვე ცხოვრების სტილში ისინი ინტერიერის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმება, სადაც კომფორტი, დიზაინი და ყოველდღიური ცხოვრება ერთიანდება. სწორედ ამ მზარდ მოთხოვნას პასუხობს ფრანგული გარე ავეჯის ბრენდი Naterial, რომლის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ICR HOME-ია.
Naterial - გარე სივრცეების არქიტექტორი
Naterial, რომელიც ევროპული გიგანტის, “ADEO ჯგუფის” ბრენდია, გარე სივრცეების მთავარი არქიტექტორის სახელითაა ცნობილი. ბრენდის მთავარი ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ბაღი, ტერასა თუ აივანი სახლის ბუნებრივი გაგრძელებაა, Naterial-ის ავეჯი ორ სივრცეს შორის ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.
ICR HOME-მა Naterial-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანით მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიუმ გარე ავეჯი, არამედ გარე სივრცის მოწყობის სრულყოფილი ევროპული კონცეფცია შესთავაზა. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს როგორც თანამედროვე დიზაინის ავეჯს, ისე გარე სივრცის ფუნქციური მოწყობის ელემენტებს:
• სასადილო და ლაუნჯ სეტებს; • პერგოლებს, ფანჩატურებს და საჩრდილობლებს; • ბარბექიუსა და გრილის სისტემებს; • მზის საწოლებს; • გარე ტექსტილსა და დეკორს; • მაგიდებს; • სკამებს; • სავარძლებს; • დივნებს.
გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი საქართველოში
კონცეფციის სრულყოფილად წარმოსაჩენად, ICR HOME-მა მომხმარებელს საქართველოში გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი შესთავაზა. ეს არის სივრცე, სადაც ექსტერიერის მოწყობის სრული კოლექციებია წარმოდგენილი.
Naterial-ის პროდუქცია გათვლილია როგორც მცირე საცხოვრებელი აივნებისა და ტერასებისთვის, ისე მასშტაბური ლაუნჯ და დასასვენებელი სივრცეებისთვის. პროდუქცია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარე სივრცეში ისეთივე კომფორტული და ესთეტიკური გარემო შექმნას, როგორიც ინტერიერში.