მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

BM.GE28 მაისი, 2026, 15:00|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პარტნიორულ ურთიერთობას.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში არის განთავსებული. მან ასევე ისაუბრა საქართველოს კომერციულ ბანკებსა და აშშ-ის მსხვილ კომერციულ ბანკებს შორის მჭიდრო საკორესპონდენტო თანამშრომლობაზე.

ამასთან ხაზი გაესვა, რომ სულ უფრო მზარდია ამერიკელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი. მათ შორის, ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ, რაც ქართული საფინანსო სისტემისადმი ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. ასევე სებ-ის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

BM.GE

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

BM.GE

პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

BM.GE

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

BM.GE