მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნაცმოძრაობის ყოფილ ოფისში ელექტრომობილების შოუ-რუმის გახსნა სექტემბერში იგეგმება|ინვესტიცია $4 მლნ-მდეა
ნაცმოძრაობის ყოფილ ოფისში ელექტრომობილების შოუ-რუმის გახსნა სექტემბერში იგეგმება|ინვესტიცია $4 მლნ-მდეა

ნაცმოძრაობის ყოფილ ოფისში ელექტრომობილების შოუ-რუმის გახსნა სექტემბერში იგეგმება|ინვესტიცია $4 მლნ-მდეა

BM.GE18 ივნისი, 2026, 14:38|bm.ge

კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ოფისში ელექტრო ავტომობილების შოუ-რუმი და სერვისცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ BM.GE-ს შენობის მფლობელი კომპანიის შპს "ევ დისტრიბუშენის" დირექტორმა, დავით კირკიტაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.

"მშენებლობის პროცესი მთავრდება და სექტემბერში ვგეგმავთ გახსნას. ელექტრო ავტომობილების შოუ-რუმი და სერვისცენტრი იქნება. რამდენიმე ბრენდთან ვთანამშრომლობთ, რომლის ოფიციალური წარმომადგენლებიც ვიქნებით საქართველოში",- აღნიშნა დავით კირკიტაძემ, რომელიც ჯერჯერობით ბრენდებს არ აკონკრეტებს.

მისივე ინფორმაციით, შენობის რეკონსტრუქციაზე 4 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა.

"შენობა სხვა მიზნებით იყო აშენებული, მის რეკონსტრუქციაში 4 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა რათა შესაბამისობაში მოვიდეს ჩვენს მიზნებთან",- აღნიშნა მან.

დავით კირკიტაძის თქმით, ინვესტიციას შპს "ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპი" ახორციელებს, რომელიც შპს "ევ დისტრიბუშენის" მფლობელია.

შპს "ევ დისტრიბუშენი" 2024 წლის თებერვალში დაფუძნდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, როდესაც აქტივი გაიყიდა, კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი თამაზ ცოფურაშვილი იყო, თუმცა მფლობელი შეიცვალა და სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ახლა 100%-ს შპს "ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპი" ფლობს. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, თამაზ ცოფურაშვილმა კომპანია 2026 წლის 31 მარტს დადებული ხელშეკრულებით გაყიდა. თავის მხრივ, შპს "ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპის" 50% ცეზარ ჩოჩელს, ხოლო 50% იზოლდა ჩარიგოგდიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ოფისის შენობა გასულ წელს გაიყიდა. უძრავი ქონების მთლიანი ფართობი 4,000 კვ.მ-ს შეადგენს, უშუალოდ ნაგებობის ფართობი 2406 კვ.მ-ს. აღნიშნული ოფისი პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გახსნა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდის ტემპი 13% იყო, წელს I კვარტალში 5%-ს ჩამოსცდა|ანალიზი

2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდის ტემპი 13% იყო, წელს I კვარტალში 5%-ს ჩამოსცდა|ანალიზი

BM.GE

"ფასების კლება ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელი არაა" - Via Travel

"ფასების კლება ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელი არაა" - Via Travel

BM.GE

წელს, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა 3%-ით გაიზარდა

წელს, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა 3%-ით გაიზარდა

BM.GE

GWP-ის გაფრთხილება: მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება

GWP-ის გაფრთხილება: მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება

BM.GE