მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა
ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

BM.GE6 მაისი, 2026, 19:18|bm.ge

ნავთობის ფასები ოთხშაბათს მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად შემცირდა. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ღირებულება 11%-ზე მეტიც დაეცა და $97.5 შეადგინა. პარალელურად, WTI-ს ფასი 12.9%-ით შემცირდა და $89-მდე ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ფასების კლება გამოცემა Axios-ის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიან შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ.

როგორც Axios-ი წერს თეთრი სახლი ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. დასახელებული დოკუმენტი მიზნად კონფლიქტის დასრულებასა და ბირთვულ მოლაპარაკებებზე ფართო ჩარჩოს შექმნას ისახავს. შეთანხმების მიხედვით, თეირანი ბირთვული გამდიდრების პროცესის შეჩერების ვალდებულებას აიღებს. სანაცვლოდ, აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და გაყინულ მილიარდობით დოლარს გაათავისუფლებს. ამასთან, მხარეები ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე დაწესებულ შეზღუდვებსაც შეამსუბუქებენ.

შეგახსენებთ, მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის აღდგენის მიზნით დაწყებული ოპერაცია შეაჩერა. მისი განცხადებით, ინიციატივა "პროექტი თავისუფლება" მანამ შეჩერდება, სანამ შეთანხმების საბოლოო ვერსია არ მომზადდება. მიუხედავად ამისა, სრუტის ბლოკადა კვლავ ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძია. მსოფლიო ბაზრისთვის საჭირო ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ გზით ტრანსპორტირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE